თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი აღარ უნდა იყოს მომლაპარაკებელი - ზაალ უდუმაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი აღარ უნდა იყოს მომლაპარაკებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები.

"ეს არ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილი, თავად მოიფიქრონ ვინ იქნება მომლაპარაკებელი. რაც შეეხება თავად კომპრომისს, გუშინ რა განცხადებაც მოვისმინეთ ჩვენ ის, რომ პლებისციტი მათთვის მიუღებელია, კი ბატონო. პლებისციტი ჩვენგან შეთავაზებული იყო რამდნიმე თვის წინ ოპოზიციის მიერ, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი ვარიანტი, რომ მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე. თუ არ სურთ პლებისციტი, მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე, რაც შეიძლება მალე და კიდევ ერთი, დღეს არ მგონია "ქართული ოცნება" იმ მდგომარეობაში იყოს, რომ ოპოზიციას რამე უკარნახოს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა