თეგებით ძიება

ანა ნაცვლიშვილი - ვადამდელ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა

ვადამდელ, სამართლიან, ახალი კანონმდებლობით და ახალი ცესკოთი ჩატარებულ არჩევნებს, არ აქვს ალტერნატივა, - აცხადებს "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი

მისი თქმით, ეს კრიზისი შექმნა "ქართულმა ოცნებამ".

"ქართული ოცნება" უნდა მოვიდეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით. ეს რომ ასეა და მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას", ნათლად ჩანს, მათ შორის 6-პუნქტიან შეთანხმებაში, სადაც ყველაფერი, რაც გასაკეთებელია და რაც დადო მაგიდაზე მიშელმა, ამის გაკეთების უფლებამოსილება, ბერკეტები, ინსტიტუციური რესურსები გააჩნია "ქართულ ოცნებას".

ვადამდელ, სამართლიან, ახალი კანონმდებლობით და ახალი ცესკოთი ჩატარებულ არჩევნებს, არ აქვს ალტერნატივა, წერტილი," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა