თეგებით ძიება

"ყოჩაღ, მაგდა! მოვა დრო და ინანებ..." -ინგა გრგიგოლია მაგდა ანიკაშვილს

"ყოჩაღ, მაგდა! მოვა დრო და ინანებ, - გადაცემაში „რეაქცია“ ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია კოლეგას, მაგდა ანიკაშვილს მიმართავს.

"არასოდეს არც ერთი ჟურნალისტისთვის ასე საჯაროდ, ეთერიდან არ მიმიმართავს. ყოჩაღ, მაგდა, ყოჩაღ, ბრავო! რაც მე იმ დღეს ვნახე ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია, ყველაფერს ვიფიქრებდი და შენი წაყვანილი გადაცემიდან იმ ყველაფერს რომ მოვისმენდი არ მეგონა. როგორ გვიწოდებდნენ საროსკიპოებს და როგორ მოითხოვდნენ ჩვენს დახურვას და შენს თვალებში შეციცინებულ სახეს რომ დავინახავდი, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.
ყველაფერს დაარქმევს ეს ცხოვრება თავის სახელს და ეს ცხოვრება არც თუ ისე გრძელია, მაგდა. მე მინდა, რომ ეს დღე დაიმახსოვრო დადგება ის დრო, როცა შენ ინანებ, ინანებ, რომ თვალებში შესციცინებდი იმ დღეს იმათ, ვინც მედიის დახურვას მოითხოვდა" , - განაცხადა გრიგოლიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა