თეგებით ძიება

როდის დაიწყება ვაქცინაცია? - თენგიზ ცერცვაძე თარიღს ასახელებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ,15 მარტს დაიწყება, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია უკვე ის კლინიკები, სადაც იქნება ვაქცინაციის სივრცეები, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იქნება ინფექციური საავადმყოფო.

"ჩვენთან სამი ბრიგადა იმუშავებს პარალელურად, რომელმაც გაიარა სპეციალური ტრენინგი ოპტიმალურად, რათა ვაქცინაციის პროცესი წარმართონ, რაც მთავარია, უსაფრთხოდ. ჩვენ გვაქვს მომარაგებული უკლებლივ ყველა მედიკამენტი და ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ გართულებების ცალკეული ერთეული შემთხვევები მოხდა და მათ შორის ალერგიული გართულების, რაც, ბუნებრივია.

მთელს მსოფლიოში აცრილების რაღაც პროცენტს უვითარდება გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ძალიან იშვიათად სერიოზული ალერგიული რეაქციებიც და ჩვენი ცენტრი, ისევე როგორც სხვა კლინიკები, მთლიანად მზად არის, როგორც ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, ისე შესაძლო გართულებების გამოვლენის შემთხვევაში, მისი მართვისთვის.

რაც შეეხება დაწყებას, მინიმალური დაყოვნება იქნება ვაქცინის შემოტანის შემდგომ. შაბათს ელოდებიან რომ შემოვა, განბაჟებასა და აუცილებელ პროცედურებს დასჭირდება ერთი ან ორი დღე და ვვარაუდობთ, რომ ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა