თეგებით ძიება

არ აქვს და არც ჰქონია პრეზიდენტს TikTok-ის ანგარიში - პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს და არც ჰქონია TikTok-ის ანგარიში, - ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"ინფორმაცია პრეზიდენტის TikTok-ზე დარეგისტრირებისა და ამ გვერდის შინაარსის შესახებ ყალბია!", - აცხადებენ პრესსამსახურში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პრეზიდენტი TikTok-ზე გამოჩნდა", რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა.

ცნობისთვის, TikTok-ზე პრეზიდენტის სახელითა და გვარით რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშზე ატვირთულია პრეზიდენტის ვიდეო, რომლის საშუალებითაც ის საზოგადოებას დაბადების დღის მილოცვისათვის მადლობას უხდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა