თეგებით ძიება

„ტვ პირველის“ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ

„ტვ პირველის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ.

„ეს შეიძლება იყოს გარკვეული მესიჯი მედიასაშუალებებისთვის, რომ მათი ქმედებები იქნება, რაღაცნაირად, კონტროლქვეშ. საზოგადოების მიმართ, ზოგადად მიზანი კი, რომ აი, პროკურატურა მუშაობს და აქტიურად ცდილობს მტკიცებულებების მოპოვებას და საქმის გახსნას.

შეიძლება მიზანი მათ შორის ის იყოს, რომ ტელეკომპანია „პირველი“ თუკი ამ ინფორმაციას არ გადასცემს და წყაროს არ გაუმხელს, მერე პასუხისმგებლობა მთლიანად ტელეკომპანიაზე გადაიტანოს გამოძიებამ, რომ ისინი არ ეთანამშრომლებიან სამართალდამცავ უწყებებს,“ - აცხადებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, სასამართლო განჩინებაში არ იყო ნახსენებიც კი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიისთვის წყაროს გაუთქმელობა და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს თავისუფალ მედიაზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედებებს.

ისინი გმობენ პროკურატურის ქმედებას და აცხადებს, რომ სასამართლოსთვის მიმართვამდე საგამოძიებო უწყებას თავისუფლად შეეძლო ტელეკომპანიისთვის მიემართა და მასალის მოწოდება ეთხოვა.

ინფორმაციისთვის, 6 მარტს „ტვ პირველმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელშიც მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა