თეგებით ძიება

„ტვ პირველის“ საქმეზე განჩინება დღეს სააპელაციო წესით გასაჩივრდება

„ტვ პირველის“ უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ საქმეზე სასამართლოს განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და მას დღეს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„ფაქტია, რომ განჩინება, რომელიც აქვს მიღებული მოსამართლე ლაშა კლდიაშვილს, ცალსახა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, მას ავალდებულებს წყაროს გამჟღავნებას, საკუთარი შინაარსით და ეს არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რათა აღნიშნული განჩინება გაუქმდეს,“ - აცხადებს უფლებადამცველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა