თეგებით ძიება

საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

აქვე შეგახსენებთ, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:

გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია საქართველოს რგინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა