თეგებით ძიება

გომის მთაზე რამდენიმე საათია გაყინულ კაცს ეძებენ

გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, ერთი კაცი გაიყინა, ხოლო დახმარებას კიდევ სამი ახალგაზრდა ითხოვს. ყველა მათგანი სოფელ ბოხვაურის მკვიდრია. ისინი 25 წლამდე არიან.

გომის მთის შესასვლელთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ასევე პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან ახალგარზდების ნათესავები. მათი თქმით, ახალგაზრდები გომის მთაზე სანადიროდ იმყოფებოდნენ და ქარბუქში მოყვნენ.

ოპერაციას ქარბუქი, რთული რელიეფი და დიდი თოვლი ართულებს. როგორც საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვოშვილმა განაცხადა, მაშველები შემთხვევის ადგილთან ახლოს არიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა