კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ხვდება.
მმართველი გუნდიდან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა იმყოფებიან.
კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. ის უკვე შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და კარლ ჰარცელს.
დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.