"გოგი წულაია არის უბადრუკი, ხეპრე ადამიანი...მის ფონზე სამხარაძის პოსტი არაფერია" - ვოლსკი
"გოგი წულაია არის უბადრუკი, ხეპრე ადამიანი, რომელმაც ძალიან ცუდი ტრენდი შემოიტანა და გოგი წულაია იმ ადამიანების ნაკრები პიროვნებაა, რომლებიც ღიად იგინებიან და ამით გამოხატავენ სიხარულს" , - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, გოგი წულაია, და დასძინა , რომ ქართული საზოგადოებისგან გოგი წულაიას "შეურაცხყოფა ეკუთვნის".
ვოლსკი მის თანაგუნდელს ამართლებს და აცხადებს, რომ სამხარაძის გაგება შეიძლება, რადგან , მისივე თქმით, "ყოველდღიურად უყურებს რამდენად დიდი სიძულვილი დაგროვდა და ერთერთი ამის გამოხატულება გოგი წულაიაა".
"გოგი წულაია არის უბადრუკი, ხეპრე ადამიანი, რომელმაც ძალიან ცუდი ტრენდი შემოიტანა და გოგი წულაია იმ ადამიანების ნაკრები პიროვნებაა, რომლებიც ღიად იგინებიან და ამით გამოხატავენ სიხარულს. ამის ფონზე დიტო სამხარაძის დადებული პოსტი და შემდეგ წაშლილი ან გაღიზიანებული ადამიანის შემოძახილი არაფერია. ვამართლებ თუ არ ვამართლებ, მაგასთან დაკავშირებით დიტოსთან დავილაპარაკებ. მე არ ვამართლებ (დიტო სამხარაძეს). ვფიქრობ, არანაკლებად შეურაცხმყოფელი უნდა იყოს (გოგი წულაიასადმი). თუმცა მას ეს შეურაცხყოფა არა მარტო ჩემგან, არამედ ქართული საზოგადოებისგან აშკარად ეკუთვნის", - აცხადებს ვოლსკი.
შეგახსნებთ, რომ "ქართული ოცნების" ახალწვეულმა დეპუტატმა და პარტიის რეგიონულმა მდივანმა, დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში ახალი საქართველოს ყოფილ თავმჯდომარეს გოგი წულაიას აგინა და სხვა ფეისბუქმომხმარებლებსაც იმავესკენ მოუწოდა. მოგვიანებით სამხარაძემ პოსტი წაშალა.
წყარო:newposts.ge