თეგებით ძიება

„მთავრობის კეთილინდისიერების“ ინდექსით საქართველო კონტინენტური ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

მსოფლოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციიის და ვაშინგტონის #1 -ი ანალიტიკური ცენტრის – ჰერითიჯ ფაუნდეიშენის გამოკვლევით (Index of Economic Freedom 2021) საქართველო „მთავრობის კეთილინდისიერების“ ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.

ამ ლიდერმა ამერიკულმა THINK TANK-მა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების კეთილსინდისიერება შეაფასა შემდეგი კრიტერიუმებით:

Irregular payments and bribes (უკანონო გადასახდელები და მოსყიდვა)
Transparency of government policymaking (სამთავრობო პოლიტიკის გამჭვირვალობა)
Absence of corruption,(კორუფციისგან თავისუფლება)
Perceptions of corruption, (კორუფციის აღქმა)
Governmental and civil service transparency.(მმართველობითი და სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობა)
კვლევის მეთოდოლოგიაში ხაზგასმით არის გაცხადებული, რომ ინდიკატორი მიზნად ისახავს ისეთი მანკიერი მხარეებისაგან ქვეყნების თავისუფლების ანალიზს, როგორიცაა მოსყიდვა, გამოძალვა, ნეპოტიზმი, ქრონიზმი, პატრონაჟი (კლანური მმართველობა), გაფლანგვა, პირადი გამორჩენა.

ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ეს ინდიკატორი ეფუძნება 4 სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრის პროფილურ კვლევებს :

World Economic Forum, World Competitiveness Report;


World Justice Project, Rule of Law Index;


Transparency International, Corruption Perceptions Index;


TRACE International, The Trace Matrix


უნდა აღინიშნოს, რომ Heritage Foundation-ის ინდექსის მიხედვით საქართველოს მთავრობა ზედიზედ მეოთხე წელია, რაც კეთილსინდისიერების მიხედვით კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში მუდმივად ხვდება.

2021 წელს საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირის 10 სახელმწიფოს უსწრებს, ეს ქვეყნებია : ჩეხეთი, იტალია, მალტა, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლატვია, ბულგარეთი.

საქართველოს რეიტინგში უსწრებს ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნები(მაგ.ირლანდია, გაერთიანებული სამეფო) და ევროპის რამდენიმე მოწინავე სახელმწიფო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ უსწრებს 14 სახელმწიფოს. ამასთან საქართველო მსოფლიო მასშტაბით ნატოს წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების(ევროკავშირის არაწევრი) საუკეთესო ოცეულშია.

2020 წელს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 64.6%-ი აიღო.

შედარებისათვის 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38,2%-ით იყო აღნიშნული, რაც ძალიან მძიმე შეფასებაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა