თეგებით ძიება

"ჩვენ გავაგრძელებთ მედიის თავისუფლების აქტიურ მხარდაჭერას საქართველოში... დღეს ჟურნალისტობა გამბედაობას მოითხოვს, მათზე თავდასხმა დაუშვებელი და სახიფათოა" - კელი დეგნანი

"მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ გავაგრძელებთ მედიის თავისუფლების აქტიურ მხარდაჭერას საქართველოში", - განცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა , ტელეკომპანია "ფორმულაში" სტუმრობისას და ბოლო დროს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები დაგმო.

ელჩმა "ტვ პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ჟურნალისტების დაცვის საკანონდმებლო მექანიზმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც წყაროების დაცვას და ჟურნალისტების მხრიდან დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს - მისივე თქმით, ასეთი მექანიზმები მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირების და მის მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის.

"თავდასხმები ჟურნალისტზე ნებისმიერ დროს სრულიად დაუშვებელია და ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ რომ ეს ხდება საქართველოში. შეერთებული შტატები უკვე ბევრი წელია საქართველოში მედიის თავისუფლების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ორ მილიონზე მეტი გვაქვს გამოყოფილი მედიის თავისუფლების მხარდაჭერის, მედია-განათლების, გაცვლითი პროგრამებისთვის. და ეს ყველაფერი საიმისოდ, რომ შევქმნათ ძლიერი პროფესიული მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის.

დღეს ვხედავთ თუ რამხელა გამბედაობას მოითხოვს ჟურნალისტობა მთელს მსოფლიოში, მათ შორის აქაც - საქართველოში: როგორც ვახოს, სხვებსაც თავს ესხმიან და ემუქრებიან. ეს დაუშვებელია და სახიფათოა დემოკრატიის სტაბილურობისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს მედიის თავისუფლების ძლიერ მხარდაჭერას.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჟურნალისტების დაცვის მექანიზმებს, რომ მათ დაიცვან საკუთარი წყაროები, რადგან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია და უზრუნველყოს მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ.

ეს არის საკვანძო პრინციპი მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის, რათა ჟურნალისტებს შეეძლოთ პასუხისმგებლიანად საკუთარი საქმის გაკეთება დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

აშშ-ს ელჩმა მხარდაჭერა გამოუცხადა ვახო სანაიას, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო.



წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა