თეგებით ძიება

ავარია გორში - მანქანა ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. სტალინის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა