თეგებით ძიება

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ნაწილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

შეხვედრას ესწრებიან "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლის", ასევე "გირჩისა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოს გუშინ ჩამოვიდა, უკვე შეხვდა პრეზიდენტსა, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა