თეგებით ძიება

ჩანაწერები ისევ კეთდება - ჰკითხეთ კობახიძეს, თალაკვაძეს, ბოლოს როდის ისაუბრეს ტელეფონზე ჩვეულებრივ ხაზზე და რამდენად ხშირად იყენებენ „ვოთსაპს“ და „სიგნალს“ - გიორგი ვაშაძე

საქართველოში ყველას გვისმენენ, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძe.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ჩანაწერები ისევ კეთდება. მისი განმარტებით, უსმენენ "ქართული ოცნების" წევრებსაც.

„ამ ქვეყანაში ჩანაწერები ისევ კეთდება. რაც არ უნდა თავს მოგვახვიონ, რომ ეს პრეისტორიულ წარსულში მოხდა, ყველას გვისმენენ.
თუ დამირეკავთ, დეტალურად ეცოდინებათ, რაზე დამელაპარაკეთ და რაზე მკითხეთ, ამიტომ ვცდილობ ხოლმე, ხან „ვოთსაპით“ ვილაპარაკოთ, ხანს „სიგნალით“, ხან “შმიგნალით”, ხან კიდევ ახალი პროგრამა მოვიგონოთ ჩვენ თვითონ. მთელი „ქართული ოცნების“ ლიდერშიფი ასეთ დღეშია. ჰკითხეთ კობახიძეს, თალაკვაძეს, ბოლოს როდის ისაუბრეს ტელეფონზე ჩვეულებრივ ხაზზე და რამდენად ხშირად იყენებენ „ვოთსაპს“ და „სიგნალს“. ეს იქნება ტესტი, უსმენენ თუ არა ისინი ერთმანეთს და გვისმენენ თუ არა ჩვენ. ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა