თეგებით ძიება

კრისტიან დანიელსონი - ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, ვცდილობთ დახმარებას

ბევრს ვმუშაობთ. ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ვაპირებთ, რომ მუშაობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა "პირველ არხთან" განაცხადა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა შეთანხმების მიღწევის იმედი, დანიელსონმა აღნიშნა, რომ „ეს არის სწორედ ის, რისთვის მუშაობენ“.

„ეს არის სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, თავად პარტიები უნდა წავიდნენ ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენ დახმარებას ვცდილობთ“, – განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონი ამ წუთებში შეხვედრას მართავს „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოს“, „მეტი თავისუფლება – გირჩისა“ და „გირჩის“ ლიდერებთან.

შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა