თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე - ვიმედოვნებთ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეთანხმება შედგება

ვიმედოვნებთ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეთანხმება შედგება, - ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

„უკვე კარგი კონტურები გამოიკვეთა. მოვისმინე ოპოზიციის განცხადებებიც. გადაკვეთის წერტილი, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, არის ის, რომ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ჩვენც და ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ეს უკვე ძალიან კარგია და ეს პოზიტიური მოლოდინი გააჩინა ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ასევე აშშ-ის ელჩის დამოკიდებულებამ და მათმა შრომამ მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით. მართლაც ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში უკვე კონკრეტული შეთანხმება შედგება, რადგან ოპოზიციასაც და ჩვენც მოგვიწევს, რომ გარკვეული კომპრომისული წინადადებებით წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე მედიაციის პროცესში და ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგების დადებას მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებით საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

„ყველაზე მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ 2024 წლისათვის უკვე ძალიან თამამი განცხადება გვაქვს, აქედან გამომდინარე უნდა მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა და შემდეგ წლებში უნდა ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს უნდა იყოს ქმედითი ნაბიჯების ერთობლიობა და ჩვენ ახლა, ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებით გვაქვს უნიკალური შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ეს დაძაბულობა ჩავაბაროთ წარსულს და შედეგიც შესაბამისად პოზიტიური იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

„მორიგი შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მომდევნო ორი დღის განმავლობაში. ეს ყველასთვის ნათელია და დაანონსებულია უკვე“, – განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა