სკეპტიკურად ვარ განწყობილი - გია ვოლსკი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე
სკეპტიკურად ვარ განწყობილი, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არჩევნები არ არის ის გზა, რომელიც აირჩია „ნაცმოძრაობამ“ და თავის ამ პოზიციას ყოველდღიური რეალობა გვახსენებს.
„ჩემი იმედები დამყარებულია იმაზე, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ ყველა არა, მოითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან იმას, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ და უზრუნველყონ ქვეყნის სტაბილურობა, რომ განვითარებას არ შეექმნას პრობლემები. ესაა რეალობა. რეალობიდან რომ გამოვიდეთ, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ჩემს სკეპტიციზმს გუნდში ზოგი იზიარებს, ზოგი - არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში. არჩევნები არ არის ის გზა, რომელიც აირჩია „ნაცმოძრაობამ“ და თავის ამ პოზიციას ყოველდღიური რეალობა გვახსენებს. ჩემი სკეპტიციზმი შეიძლება გადაწონოს არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების საგანგებო და სისხლხორცეულმა დაინტერესებამ იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს. რთული პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და განსაკუთრებით რთული პროცესები მიდის რეგიონში, სადაც ჩვენ პრაქტიკულად ვართ ძალიან ღირსეული პლატფორმა ჩენი პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მაქვს მხედველობაში“,- განაცხადა ვოლსკიმ.