რაზეც დგას საქართველო, არის ჩვენი შექმნილი - მიხეილ სააკაშვილი
რაზეც დგას საქართველო, არის ჩვენი შექმნილი, - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში საჭიროა მრავალპარტიული კოალიცია, რათა გაგრძელდეს განვითარება.
"ყველაფერი, რაზეც დგას საქართველო, არის ჩვენი შექმნილი, ამის შემდეგ ანგრევენ, ანგრევენ ანგრევენ. ესენი არიან მგრეველები და ჩვენ ვართ მშენებლები.
ჩვენ ახლა გვინდა მრავალპარტიული კოალიცია, წყნარი გადასვლა და შესვლა იმ ვითარებაში, როდესაც შევძლებთ განვითარებას. მაინტერესებს ჩემი ქვეყანა, ყოველთვის ამოვდიოდი ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან. საქართველო ჩემთვის არის უპირველესი. არავის ინსტრუქციებით არ ვიმოქმედებ, ამის იმედი არავის ჰქონდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.