"ლუკა, მამიკო, მინდა რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი"- ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური მიმართვა
ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ყატარის ღია პირველობა მოიგო, დაჯილდოების ცერენონიაზე ვაჟიშვილს, ლუკას ქართულად მიმართა:
"ლუკა, მამიკო, მინდა რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები", - მიმართა ვაჟიშვილს ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
აქვე, სპორტსმენმა საქართველოში გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.