კრისტიან დანიელსონი - ვაგრძელებთ მუშაობას და ვგრძნობ, ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, წინსვლის გზის მოძებნა სცადონ
ვაგრძელებთ მუშაობას და ვგრძნობ, ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, წინსვლის გზის მოძებნა სცადონ, – ამის შესახებ "პირველ არხთან" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მე ვგრძნობ, რომ ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, შეეცადონ, მოძებნონ წინსვლის გზა. სწორედ ეს არის, რის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პოლიტიკოსებთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება.