ირაკლი კობახიძე - ერთადერთი წითელი ხაზი არის სამართლიანობა, რასაც ჩავთვლით სამართლიანად, იმას მოვაწერთ ხელს
რთადერთი წითელი ხაზი არის სამართლიანობა, რასაც ჩავთვლით სამართლიანად, იმას მოვაწერთ ხელს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარიემ, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მთავარი კრიტერიუმი არის სამართლიანობა და შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის შედგება, უნდა იყოს სწორედ ამ კრიტერიუმზე დაფუძნებული.
"ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა მთავარი კრიტერიუმი, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება, უნდა იყოს სამართლიანი. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ, რა თქმა უნდა სამართლიანობის პრინციპით. რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია იმას ხელს მოვაწერთ. ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც გვაქვს ჩვენ, არის სამართლიანობა," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, დღეს დილის 9 საათიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრით დაიწყო. შეხვედრა უმრავლესობასთან ცოტახ ნის წინ დასრულდა.