კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება - კობახიძე
კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს გაიმართა შეხვედრა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აშშ-ის ელჩთან. განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც პოლიტიკური დიალოგს უკავშირდება. ჩვენ ვართ შეთანხმებული პარტნიორებთან, რომ ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ ამ დიალოგის დეტალებზე, რადგან დისკუსიები გრძელდება, გაიმართება უახლოეს საათებში შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კიდევ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობთ. შესაბამისად, ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება მანამდე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.