მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება რუსეთის ინტერესებშია - სალომე სამადაშვილი
მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს არ სურს, რომ ევროკავშირი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს.
"კრიზისის გამწვავება, მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. რუსეთის ინტერესებშია, რომ ევროკავშირი ხელცარიელი წავიდეს ამ პროცესიდან, ვერ შეძლოს ქვეყანაში იმ მნიშვნელოვანი როლის თამაში რასაც ქვია ხელშემწყობი ფუნქციის შესრულება..
მიგვაჩნია, რომ ყველა საკითხზე - პოლიტ პატიმრებზე, ვადამდელი არჩევნებზე ხელისუფლების მხრიდან პოზიცია რომ ისინი არ აპირებენ არანაირ დათმობაზე წასვლას, პირდაპირ ასხავს წყალს რუსეთის ინტერესებზე. დაე, საზოგადოებამ განსაზღვროს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ვინ სცადა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულებულიყო",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კრისტიან დანიელსონის შეხვედრები მმართველ გუნდთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მეორე დღეა გრძელდება.