თეგებით ძიება

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კასპში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა 1987 წელს დაბადებული ნ.ღ., ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა