თეგებით ძიება

როგორც კი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ვაქცინას გავიკეთებ - თამარ გაბუნია

„ჯერჯერობით, უფრო მეტად არის მიზანშეწონილი, რომ ვაქცინა გაიკეთოს მაღალი რისკის პერსონალმა - რეანიმაციაში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როდის აიცრებიან ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე.

„ჩვენ ვართ ჯანდაცვის სფეროს მუშაკების კატეგორიაში, თუმცა ამ კატეგორიაში არის კიდევ რამდენიმე შიდა რისკების დონე - ჩვენ არ ვართ მაღალი რისკის დონე. როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას გავიკეთებთ. უბრალოდ, ჯერჯერობით, უფრო მეტად არის მიზანშეწონილი, რომ ვაქცინა გაიკეთოს მაღალი რისკის პერსონალმა - რეანიმაციაში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა