თეგებით ძიება

ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

„ტვ.პირველის“ ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებიან. შსს-მ მოკვლევა განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. საქმე ეხება ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ დაგვიბარა გამოკითხვაზე, რაც ჩვენ მიერ საჯარო სივრცეში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ საერთოდ არაფერი ვიცოდით ამ საქმესთან დაკავშირებით. მათ მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციით გვაცნობეს, რომ ჰქონდათ გამოძიება დაწყებული ჩემი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მელაძემ.

ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ შსს-ს გამოძიება ფორმალურია. „ნოდარმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ რატომ არ იწყება გამოძიება ამ საქმეზე, მანამდე პროცესი არ დაიძრა. მე მართლა მაინტერესებს, თავად ლევან მამალაძე თუ დაკითხეს და რას ეყრდნობოდა, როცა ამ განცხადებას აკეთებდა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა