თეგებით ძიება

„გარკვეული მიზეზების გამო, თავს ვიკავებდი ამ პოსტის დაწერაზე“ - რა პოსტს აქვეყნებს გურამ შეროზია

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში "ჩაის სახლის" ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის პოსტს აქვეყნებს:

"გარკვეული მიზეზების გამო, თავს ვიკავებდი ამ პოსტის დაწერაზე. თუმცა, დღეს გადავწყვიტე, მეც მოგიყვეთ ჩაის სახლში „მუშაობის“ ჩემს გამოცდილებაზე.

მოკლედ, გავაგზავნე CV, დამიკავშირდნენ, წარმატებით გავიარე გასაუბრებაც და 2 კვირიანი სტაჟირებაც. სტაჟირების დასრულების შემდეგ, როგორც ჩემმა მენეჯერმა აღნიშნა, ყველაზე კარგად მე შევისწავლე მენიუ და მზად ვიყავი დამეწყო მუშაობა, როგორც ჩვეულებრივ Staff-ის წევრს. თინა ნინიძის გადაწყვეტილებით, სამუშაოდ გამანაწილეს ჩაის სახლში ქიაჩელზე. პირველ სამუშაო დღეს გამოვცხადდი სამსახურში, იქაური მენეჯერი გვესაუბრა სამუშაოსთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე, შემდეგ კი, რადგან ჯერ არც ერთი სტუმარი არ იყო მოსული, ჩამოვჯექი ბართან სკამზე.

ამ დროს, შემოვიდა ჩაის სახლის მფლობელი, გელა შანშიაშვილი, რომელიც მე საერთოდ ვერ შევნიშნე და უცებ მესმის ყვირილი: ფეხზე! მოვიხედე და თურმე მე მიყვირის. ვიდრე გონს მოვედი, დაამატა ასევე ყვირილით, „შენ არ იცი, უფროსი როდესაც შემოდის, ფეხზე უნდა ადგე?!“ ასეთი ყვირილის გამო შოკისა და დაბნეულობისგან ხმა ვერ ამოვიღე და ამ დროს, მითხრა, მის კაბინეტში შევსულიყავი. იქაც იგივე გამიმეორა, რაზეც მე ვუთხარი, რომ ამის შემდეგ, ფეხზე ავდგებოდი ხოლმე. არ ვიცი, რა არ მოეწონა, მითხრა, რომ შემიძლია წავიდე სახლში, გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. იქაური მენეჯერი შეეცადა შესულიყო და გაერკვია რა მოხდა, თუმცა, მას ხმაც არ ამოაღებინა და ხმამაღლა უთხრა, გაუშვით ეს სამსახურიდანო.

ვცადეთ ამ გაურკვევლობაში გარკვევა თინა ნინიძესთან, მაგრამ მას ელემენტარული ემპათია არ გამოუხატავს და დამადანაშაულა, რომ შინაგანაწესს ვარღვევდი იმის გამო, რომ საერთოდ, დავჯექი. რა თქმა უნდა, ის, რომ დაჯდომის უფლება არასდროს მქონდა, მანამდე არავსი აუხსნია. გარდა ამისა, აზრი არ ჰქონდა მისთვის იმის განმარტებას, რომ გელა შინშიაშვილს საერთოდ არ უხსენებია შინაგანაწესი და პრობლემა მისი შემოსვლისას ფეხზე არ წამოდგომა იყო. თინა ნინიძისთვის, ბოლომდე გაუგებარი დარჩა, რატომ „მომეჩვენა“ მე გელა შანშიაშვილის საქციელი ჩემი ღირსების შელახვად და უსმართლობად. ესეც ჩაის სახლის შიდა სამზარეულო."

მარიამ მიქელაძე

პ.ს. ხვალ პირადად დავუკავშირდები ჩაის სახლს და მათ უკუკავშირსაც მოგახსენებთ.

პ.პ.ს. სადაც ეს პოსტი ვნახე, იქ კომენტარში სხვა ყოფილი თანამშრომლების უკმაყოფილებებიც წავიკითხე, ჰოდა იქნებ რომელიმე ტელევიზიაც ჩაერთოს ამ ამბავში?", - წერს ფეისბუქზე შეროზია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა