თეგებით ძიება

ვინ იყო 24 წლის ბიჭი, რომელიც გომისმთაზე ქარბუქის დროს გაიყინა

11 მარტს გომის მთაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურიდან, ოთხი ბიჭი, სანადიროდ წავიდა. გზაში მათ ქარბუქმა და თოვამ მოუსწრო, რის გამოც ხევს შეაფარეს თავი, თუმცა, ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის ვაჟა ანდღულაძე, სიცივის გამო შეუძლოდ გახდა. როგორც მეგობრები ჰყვებიან, ბიჭი კარგა ხანს ხელით ატარეს, თუმცა ყინვასა და ქარბუქში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დილის რვა საათზე 112-ზე ერთ-ერთმა დარეკა და გომისმთაზე შველა ითხოვა, მანვე უთხრა ოპერატორს, რომ მათი ერთი მეგობარი უკვე დაღუპული იყო, ხოლო სამი მათგანის მდგომარეობაც საყურადღებო იყო.

მალევე, დაიწყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რაც ორ მეტრამდე თოვამ და ქარბუქმა, ძალიან გააჭინაურა. თუმცა 10 საათიანი ძებნის შემდეგ, სამ დაკარგულ ბიჭს, ცოცხლებს მიაგნეს.

მეორე დილით მოხერხდა გარდაცვლილი ბიჭის ამოყვანაც თოვლიდან.

ვაჟიკო, როგორც მას ყველა ეძახდა სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდა. მას ყველა დადებით და გულისხმიერ ადამიანად ახასიათებს.

„არაჩვეულებრივი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, იმის მიუხედავად რომ დედა საზღვარგარეთ ყავდა და შვილებს არაფერს აკლებდა, ვაჟიკო სულ მუშაობდა, ახლაც დისტრიბუციაში იყო, უკეთილშობილესი ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს უბანს…“, – უყვება ოჯახის ახლობელი "პრაიმტაიმს".

ვაჟიკოს დედა 8 წელია იტალიაში ემიგრაციაში ცხოვრობს, მას ვერ უთხრეს შვილის დაღუპვის ამბავი, დედა დღეს დილით ჩამოფრინდა იმ იმედით, რომ შვილი ცოცხალი ყავდა და რეანიმაციაში იწვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა