თეგებით ძიება

„ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, ზურას მეგობრები მეხმარებიან"– დოიჯაშვილის მეუღლე

"ზურას გარეშე ცხოვრება ვსწავლობ" , - ამბობს ქართული ესტრადის გამორჩეული ვარსკვლავის, ზურა დოიჯაშვილის , მეუღლე ქეთი ვადაჭკორია.

როგორც ქეთი ამბობს, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში , რომლის ქირის გადახდაშიც ზურას მეგობრები ეხმარებიან - თუმცა, აპირებს ისრაელში წასვლას.

"ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, ისრაელში აპრილში წავალ დროებით, საბუთებს მოვაგვარებ და შემდეგ დავბრუნდები საქართველოში. იქ გავაგრძელებ ცხოვრებას, სადაც ზურა არის…

ბინის დაქირავებაში ზურას მეგობრები დამეხმარნენ. გვერდით მიდგანან, როგორც შეუძლიათ და რითიც შეუძლიათ, მაქცევენ ყურადღებას" ,- ამბობს "პრაიმამბებთან" ვადაჭკორია.

შეგახსენებთ, რომ ზურა დოიჯაშვილი 8 თვე აპარატზე შეერთებული ებრძოდა იშვიათ, ვერაგ დაავადებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა