თეგებით ძიება

როგორია თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი და მის მეუღლე დავით უსუფაშვილი დღეს სავადმყოფოდან სახლში გაეწერნენ.

ხიდაშელი წერს, რომ სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა იყოს, თუმცა სახლში ყოფნა ურჩევნია და მადლობას უხდის მათ, ვინც ამ პერიოდში გვერდში ედგა და სიყვარულს ჩუქნიდა.

"დღეს სახლში გამომწერეს. ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი. (დათო უკვე ერთი კვირაა გამოწერეს!) მართალია სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო, მაგრამ სახლში ვარ, ვმჯობინდები და ალბათ 3-4 კვირაში დაგიბრუნდებით!

დღეს კი უბრალოდ მადლობა! არავინ, წამით არ იფიქროთ, რომ ამ უდიდეს სითბოს და სიყვარულს ძალა არ აქვს. სრულიად პირდაპირი ძალა აქვს გაძლების, შეძლების და გამძლეობისთვის" , - წერს ფეისბუქზე ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელს და დავით უსუფაშვილს დაახლოებით ერთი თვის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა