თეგებით ძიება

ლადო კახაძე - ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის საკითხს განცხადებით გამოეხმაურა. მან ქართველ ჩოგბურთელს, მის მშობლებსა და გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა.

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნიკოლოზ ბასილაშვილის თემას. ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას და მის მშობლებს ამ გამარჯვებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს.

მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი - თქვენი გესლი და წინააღმდეგობა ნიკოლოზ ბასილაშვილში გარდაიქმნება იმ პოტენციალში, რომ ახალი მოწოდებით ახალ ეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირებდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. ადამიანის ორგანიზმში არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი. ყველა ადამიანს, ყველა ქართველს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებს, ქვეყნის გარეთ მცხოვრებს, ვისაც ამ გამარჯვებამ სიხარული და სიამოვნება მიანიჭა, ყველა იმ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ჩვენ ჩვენი საკეთებელი საქმე მუხლჩაუხრელად ვაკეთოთ და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესზე ორიენტირებული ვიყოთ. თითოეული ჩვენგანის კარგად ყოფნა არამარტო საკუთარი თავის კარგად ყოფნაა, ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა და შეკავშირებაცაა“, - განაცხადა კახაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა