თეგებით ძიება

სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა – თამარ გაბუნია ვაქცინაციის პროცესზე

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვაქცინაციას განსაკუთრებული გართულებები არ მოჰყოლია.

“ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, სამინისტროს თანამშრომლებმაც ჩაიტარეს აცრა. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ პროცესი არ შეფერხდეს და გაგრძელდეს უსაფრთხოდ. გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ეს არის სტანდარტული ფარმაკოზედამხედველური პრაქტიკა, როდესაც მედიკამენტთან მიმართებაში ფიქსირდება რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა. ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი ვალდებულია შეაჩეროს მედიკამენტის მოხმარება, ვიდრე არ დადგინდება შედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის.”, – აცხადებსთამარ გაბუნია.

ცნობისთვის, ამ დროისთვის სპეციალურ ბაზაში 4500 მედიკოსია დარეგისტრირებული, ამ მომენტისთვის კი 1143 ექიმი აიცრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა