თეგებით ძიება

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა - ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" დედაქალაქის უმეტეს ნაწილსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო.", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა