თეგებით ძიება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მერია სხვადასხვა რაიონში და ქუჩაზე აგრძელებს ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამის დანერგვას. შემდეგი გახლავთ ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. აქ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება და განხორციელდება. აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კუთვნილი ავტომანქანის რეგისტრაციაში ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარკირება უფასოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მათ საკუთარი ავტომანქანა უნდა დაარეგისტრირონ მერიის სისტემაში და არაფერს გადაიხდიან. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ასევე უფასოა შშმ პირებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა