თეგებით ძიება

გიორგი შაქარაშვილზე ძალადობის საქმეზე მორაგბე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 8 სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დაკავებული 5 პირიდან 4 ბრალდებულს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს - მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 8 სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

შეგახსენებთ, 16 მარტს, მცხეთის რაიონნული სასამართლოს გადაწყვეტლებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 9 მარტს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა