სადისტური მკვლელობა თურქეთში
თურქეთში ქართველი ქალი, 25 წლის თეონა თუაშვილი სადისტურად მოკლეს, მისი დაჭრილი მეუღლე კი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ექიმები ახლა მჯამაკაცის გადარჩენას ცდილობენ.
რა გახდა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი, უცნობია. მას სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში დანით აქვს მიყენებული.
მოკლულის ახლობლების თქმით, მათ საცხოვრებელ სახლში 4 ადამიანი შევიდა და შემდეგ კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა დანააული. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთად მუშაობდა სტამბოლის ფაბრიკაში. წყვილს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.