თეგებით ძიება

პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს - დაცვის მხარე 100 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას

პროკურატურა ჟურნალისტ, მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი მის 100 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს.

პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო სახელაშვილი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ის პროცესზე სიმბოლურად მარია რესას წიგნით მივიდა - "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" .

სასამართლოს პროცესის პარალელურად "ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მხარდასაჭერად სასამართლოსთან შეიკრიბნენ მისი კოლეგები. ჟურნალისტების ნაწილი სოლიდარობისთვის თბილისიდან ბათუმში ჩავიდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა