თეგებით ძიება

გავუფრთხილდეთ ბუნებას - ნუ დაანაგვიანებ!

გურიის უმეტეს სოფელში, ადგილობრივთა თქმით, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგალითად: უგზოობა და უწყლობა. სამწუხაროდ ხელისუფლება ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს. ერთ-ერთი მთავარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა სოფლის მოსახლეობისთვის, უმუშევრობაა.

ამ პრობლემებს ემატება გარემოს დაბინძურება, რაც განპიროვნებულია იმით, რომ სოფლებში განთავსებული არ არის სანაგვე ურნები, რის გამოც, სოფლად მცხოვრები ადამიანები იძულებულნი არიან ნაგავი ქუჩებში, მდინარეებსა და ტყეებში დაყარონ.



ამ ყველაფრით კი ჩვენ ვანადგურებთ ფლორასა და ფაუნას, საბოლოოდ კი ჩვენს ჯანმრთელობას.

გავუფრთხილდეთ ბუნებას - ნუ დაანაგვიანებ!


დანაგვიანების შედეგად წარმოქმნილი პრობლემის მოგვარების მთავარი და იდეალური გზა საზოგადოების თავისი წილი პასუხისმგებლობის აღებაა, ამ ყოველივეს თან უნდა ერთვოდეს სპეციალური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ჩართულობა.

თითოეულ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც ბინადრობს მდინარეებში, ტყეებში და ნიადაგში და მნიშვნელოვანია ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მისი ფუნქციონირებისთვის, ყველას აქვს არსებობის უფლება და ადამინებმა ჩვენი მავნე ჩარევით, არ უნდა მოვუსწრაფოთ მათ სიცოცხლე.



მე, როგორც ბიოლოგი, ავღნიშნავ, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ბიომრავალფეროვნებით პირველ ადგილზეა და ეს ერთ-ერთი დიდი მოტივაცია უნდა იყოს ჩვენთვის, გავუფრთხილდეთ იმას რაც გაგვაჩნია და დავიცვათ ადამიანებისგანც კი.

სტატიის ავტორები: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა