სტამბოლში საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს
თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სტამბოლის ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ბინაში, სადაც საქართველოს მოქალაქე და პაკისტანელი კაცი ცხოვრობდნენ, ოთხი ადამიანი შეიჭრა.
ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელები ინციდენტის ადგილიდან გაიქცნენ. ამჟამად პოლიცია თავდამსხმელების დასაკავებლად ოპერაციას ატარებს.