თეგებით ძიება

ამის ცოდნამ შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს! - რა უნდა გააკეთოთ, თუ ადამიანი იხრჩობა?

ზოგჯერ ადამიანებს ყელში სხვადასხვა საგნები ეჭედებათ. ეს შეიძლება იყოს: საკვები, ძვლები, ბავშვის შემთხვევაში, კონსტრუქტორის პატარა ნაწილები და ამან შეიძლება დახრჩობა გამოიწვიოს. რა უნდა გააკეთოთ თუ თქვენს გვერდით ადამიანი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა? ჩვენ გასწავლით საგანგებო ვითარებაში მოქმედების მარტივ გზას, რომელიც განსაცდელში ჩანარდნილ ადამიანს გადაარჩენს.

1. შეაფასეთ რამდენად სერიოზული მდგომარეობაა. სასუნთქი გზები გადაკეტილია თუ არა? კარგია, თუ დაზარალებული დახველებას ახერხებს. ხველის დახმარებით, სხეული თავს იცავს უცხო სხეულისგან და მის გაძევებას ცდილობს. თუ ადამიანი ახველებს, სასუნთქი გზები ბოლომდე გადაკეტილი არაა. დაზარალებულს სთხოვეთ მანამდე ახველოს, სანამ უცხო სხეულს არ დაინახავთ. ამის შემდეგ კი საჩვენებელი და ცერა თითით ფრთხილად ამოიღეთ.
ყურადღება მიექციეთ, რომ ობიექტმა სასუნთქი გზები მთლიანად არ დაფაროს. თუ დაზარალებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვია, ძალიან კარგია, თუ ის ტირის და ახველებს.

ზოგჯერ უცხო სხეული სრულად ხურავს სასუნთქ გზებს. ამის დადგენა ადვილია - დაზარალებული არ გამოსცემს ხმებს, მაგრამ გონზეა. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჰეიმლიხის მეთოდს უნდა მიმართოთ.
დაიმახსოვრეთ, ჰაიმლიხის ტექნიკა უნდსა გამოყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ერთ წელზე მეტი ასაკისაა, არ შეუძლია დახველება, ლაპარაკი, ყვირილი და შესაბამისად, სუნთქვა. თუ დახმარება დროულად არ მიეწოდება, ადამიანი გონებას დაკარგავს. მთავარია ყველაფერი სწრაფად გააკეთოთ და პანიკაში ჩავარდეთ.
ეს რთული არაა.

1. დადექით მსხვერპლის უკან.

2. უკნიდან მკერდის ქვეშ ხელი მოხვიეთ და ოდნავ დახარეთ წინ ისე, რომ ყელში გაჭედილი საგანი გარეთ გადაადგილდეს და არა უფრო შიგნით.

3. მაჯის ზედა ნაწილით ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ დაარტყით დაზარალებულს ბეჭებს შორის.

4. შეამოწმეთ გამოვიდა ობიექტი გარეთ თუ არა. თუ არა, იგივე ხუთჯერ გაიმეორეთ.

ამის ცოდნამ შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს! - რა უნდა გააკეთოთ, თუ ადამიანი იხრჩობა?


თუ დარტყმებს არანაირი შედეგი არ მოჰყვა და დაზარალებული კვლავ ვერ სუნთქავს, მუშტი ჭიპსა და ნეკნებს შორის დაადეთ და მეორე ხელი რამდენჯერმე დააჭირეთ, სანამ გაჭედილი ობიექტი გარეთ არ გამოვა. გაითვალისწინეთ, რომ ეს ტექნიკა არ შეიძლება გაკეთდეს ორსულ ქალებზე, ერთ წლამდე ბავშვებსა და შესამჩნევად ჭარბი წონის მქონე ადამიანებზე.
თუ სუნთქვა არ აღსდგა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მანამდე დაზარალებული მარტო არ დატოვოთ და ექიმების მოსვლამდე გააგრძელეთ ჰეიმლიხის ტექნიკის გამოყენება.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვი განსაკუთრებული შემთხვევაა. თუ ბავშვი არ ახველებს და არ ტირის, პირქვე მოათავსეთ და ზურგზე ხუთჯერ ფრთხილად დაარტყით. ამის შემდეგ, ყურადღებით დაათვალიერეთ ბავშვის პირის ღრუ და ობიექტი მოაცილეთ. არ სცადოთ ყელში გაჩხერილი საგნის თითებით ამოღებას, რადგან ის შეიძლება სიღრმეში ჩასრიალდეს და ეს გააუარესებს სიტუაციას.
თუ ეს არ დაგეხმარათ, ბავშვი ზურგზე დააწვინეთ და მკერდზე ხუთჯერ ფრთხილად დააჭირეთ. ყოველი მცდელობის შემდეგ შეამოწმეთ, უცხო საგანი ხომ არ გამოჩნდა.



ეცადთ კრიტიკულ სიტუაციაში მშვიდად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ და აუცილებლად გამოგივათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა