თეგებით ძიება

"დაიღალა ქმართან ურთიერთობით და საქართველოში უნდოდა წამოსვლა"- ახალი დეტალები თურქეთში მოკლულ ქალზე

რატომ მოკლეს საქართველოს მოქალაქე თურქეთში - ირკვევა, რომ თეო თუაშვილი საფრთხის შესახებ წინა დღეებში სატელეფონო ზარებისას საუბრობდა და საქართველოში დაბრუნება სურდა.

თუაშვილის მეგობარი მარიკა სონღულაშვილი ამბობს, რომ წყვილს ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა და "ეს პრობლემა უფრო ქმარს ეხებოდა":

"ადრე ჰქონდა მცდელობა საქართველოში წამოსვლის, თავის გვერდით მყოფ პიროვნებასთან ერთად, მაგრამ მითხრა, რომ ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა მასთან, ძალიან დაიღალა მასთან ურთიერთობით, დაიღალა ყველაფრით და რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა წამოსვლა. ეს პრობლემა უფრო ქმარს ეხებოდა. თეომ თქვა, რომ დაიღალა ქმართან ყოფნით, ამ პიროვნებამ თეო დაღალა," - ამბობს მარიკა სონღულაშვილი.

ქალს საკუთარ ბინაში მეუღლესთან ერთად გაუსწორდნენ. პაკისტანის მოქალაქე დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში იმყოფება.

rustavi2.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა