ფოთში, 8 თვის წინ მოკლული ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
ფოთში, რვა თვის წინ მოკლული ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მომხდარ ფაქტზე გუშინ იმსჯელა. შვიდი ეჭვმიტანილიდან სასამართლომ სამს 17-17 წელი, სამს სამ-სამი წელი მიუსაჯა, ერთი კი გაანთავისუფლა. მათგან ორს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა.
ტყებუჩავას ოჯახის განცხადებით, 44 წლის მამაკაცი ე.წ. "ქურდულ გარჩევას" შეეწირა. მათი თქმით, სამართალმა უნდა იზეიმოს. ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
,,ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია მოსამართლემ. პროკურატურამ დადო მტკიცებულება , მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა. მკვლელობაში მონაწილე რამდენიმე პირს სამ-სამი წელი მიუსაჯა, ხოლო ერთი საერთოდ გაათავისუფლა. ვინც მე დავასახელე ყველა მონაწილეობდა ჩემი შვილის მკვლელობაში და სამი წელი რა მოტივით გამოუტანა სასამართლომ? ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ვაჟა ტყებუჩავას დედამ, მაკა ტყებუჩავამ.
შეგახსენებთ, ფოთში 2020 წლის 2 ივლისს ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. რამდენიმე პირმა 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა სასიკვდილოდ სცემა და ნაგავსაყრელზე დატოვა. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტყებუჩავას მამასაც.