თეგებით ძიება

ბათუმში ველობილიკს კაფე დააშენეს

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მოქმედი კაფე ბარების დიდ ნაწილს, მათ წინ არსებული ტროტუარების თითქმის მთლიანი ნაწილი აქვთ ათვისებული, რაც ფეხით მოსიარულეებს დისკომფორტს უქმნის.

„პირველ ეტაპზე, ბათუმის ცენტრალური ქუჩების ტროტუარები გათავისუფლდება, მომავალი კვირიდან და კაფე-ბარების მეპატრონეებს გააფრთხილებენ. დაუმორილებლობის შემხვევაში დაჯარიმდებიან", - ეს განცხადება 2018 წელს ბათუმის მერმა გააკეთა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ბათუმის ტროტუარებზე განთავსებული 42 კაფე-ბარი და სავაჭრო ობიექტი დაჯარიმდა და საჯარო სანქციამ საერთო ჯამში 15 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, რეგულაციები შეიცვალა და კაფე-ბარების გახსნის საშუალება მხოლოდ გარე სივრცეში იყო დაშვებული.

აქედან გამომდინარე, ბათუმის კაფეების უმეტესობამ ტროტუარის ნაწილი უკანონოდ მიითვისა.

ბათუმში ველობილიკს  კაფე დააშენეს


ამ პრობლემას ემატება ისიც, რომ ბათუმში ღია კაფეებს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული შეთანხმებული და დამტკიცებული რეგულაცია არ აქვს.

ბათუმს არ აქვს დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა, რა შეიძლება და რა არ შეიძლება მოაწყო ტროტუარზე ან სკვერში, რომელიც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცეა. ვერ იპოვით დოკუმენტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს რესტორნის მეპატრონემ, რომელსაც ტროტუარზე კაფეს მოწყობა სურს. არსად წერია, ბათუმში კაფეს მოწყობის მიზნით დაშვებულია თუ არა ტროტუარის რკინის ან ხის კონსტრუქციით, შავი ან გამჭვირვალე შუშით ან სხვა რაიმე მასალით შემოღობვა, კერამო გრანიტით ან საერთოდაც ე.წ. კაფელით მოპირკეთება.



ამიტომაც, პრინციპით, რომ რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია, დაუდგენელია ვინ არის ნებართვის გამცემი პირი, თუ ამ ყველაფერს კაფის მეპატრონე ნებაყოფლობით ახორციელებს.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის თქმით, ტროტუარის ჩაბეტონების ნებართვა მის სამსახურს არ გაუცია.

„ჩვენ არ ვაძლევთ ჩაბეტონების უფლებას. მსუბუქი კონსტრუქციით ღია კაფეს მოწყობა ნიშნავს დასხმის გარეშე მოწყობილ, ასაწყობ-დასაშლელ შენობას. როცა თავისი სიმძიმით, ნაგებობა ეყრდნობა გრუნტს ან ტროტუარს და რომლის დემონტაჟიც შეიძლება მარტივად“, – ამბობს მირიან მეტრეველი.

რეალობა კი სულ სხვაა, გუგლის საძიებო სისტემა მარტივად დაგარწმუნებთ, რომ ისეთი ჩაბეტონებული და შავი შუშით შემოსაზღვრული კაფეები ტროტუარებზე, როგორიც ბათუმშია, თითქმის არსად, არც ერთ ევროპულ ქალაქში არ არის.

რა თქმა უნდა, ვერც იმას ნახავთ, რომ ქალაქის მერიას ველობილიკი მოეწყოს ბიუჯეტის ფულით და შემდეგ ამ ბილიკზე კაფეს ინვენტარის განთავსების უფლება მიეცეს ვინმესთვის.




ავტორი: ანა ბოლქვაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა