მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა კახეთში
სოფელ ჩუმლაყში, ატმის ბაღებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი ერთ-ერთი პირი კატასტროფის ბრიგადას ამ წუთებში თბილისში გადმოჰყავს. მას ტყვია თვალის არეში აქვს მოხვედრილი. გურჯაანის კლინიკასი რჩება შემთხვევის დროს დაჭრილი ორი მამაკაცი.
დაჭრილი მომხდარის დეტალებს ვერ იხსენებს. მისი თქმით, არც ის ახსოვს, რამდენი თავდამსხმელი იყო შემთხვევის დროს ადგილზე, შესაბამისად, უჭირს მათი ვინაობის დასახელებაც.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელებს მალხაზ ბადუაშვილის მოკვლა სურდათ, გასროლაც სწორედ ამიტომ განახორციელეს. ის კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსით სარგებლობს და არ არის გამორიცხული, მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მომხდარი 12 წლის წინანდელი მკვლელობის გამო ანგარიშსწორებას უკავშირდება, რომელშიც ბადუაშვილის გვარი ფიგურირებს.