თეგებით ძიება

ვარძია - კლდეში გამოკვეთილი სასწაული

ვარძია - კლდეში გამოკვეთილი სასწაული. ეს არის ადგილი, სადაც მრავალი ისტორია და ლეგენდა დაბადებულა. ეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი მე-12-ე საუკუნეში, თამარ მეფის დროს არის აგებული.

ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, სახელი ჯერ კიდევ თამარ მეფის მამის, გიორგი მე-3-ის დროს დაერქვა.

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მეფე ამ მიდამოებში ხშირად დადიოდა სასეირნოდ და სანადიროდ. ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს, თან თავისი ქალიშვილი თამარი წაუყვანია. პატარა თამარი თამაშში იმდენად გართულა, რომ თვალს მიეფარა, ხოლო როდესაც მეფის მხლებლებმა ძებნა დაუწყეს, ის საიდანღაც გამოვიდა და გამოეპასუხა „-აქ ვარ, ძია“, ლეგენდის თანახმად მეფეს იმდენად მოეწონა საკუთარი ქალიშვილის საქციელი, რომ გადაწყვიტა აქ აეშენებინა ქალაქი და ეწოდებინა „ვარძია“.

საქართველოში სულ სამი კლდეში ნაკვეთი ქალაქია აქედან ერთ-ერთი ვარძიაა. საუკუნეების გასვლის მიუხედავად დღემდე ყველას აოცებს და აღაფრთოვანებს ეს ადგილი.

ვარძია - კლდეში გამოკვეთილი სასწაული


აქ მრავლადაა პატარ-პატარა კელიები, გვირაბის მსგავსი ვიწრო გამოქვაბულები, კიბეები და ადგილები, სადაც ტურისტებს არ უშვებენ. ასევე აქ არის არა ერთი სამლოცველო კომპლექსი და „ნინოს ცრემლები“, რომელიც მორწმუნეთა აზრით ნებისმიერი დაავადების განკურნება შეუძლია. ბევრი კელია ჩამოინგრა და გაანადგურა დრომ, თუმცა ვარძია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ზონაა, არა მარტო სამცხე-ჯავახეთში, არამედ მთელ საქართველოში.

თამარ მეფეს ვარძია ძალიან ყვარებია და აქ ხშირად ისვენებდა ხოლმე. ერთ-ერთ კელიაში არის უნიკალური გამოსახულება, რომელზეც თამარ მეფე, მისი ვაჟი გიორგი ლაშა და თამარის მამა, გიორგი მე-3, ერთად არიან გამოსახულნი. ეს ფრესკა საქართველოში ერთადერთია და მას ანალოგი არ გააჩნია.



ორი წლის წინ ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც გაჩნდა საშიშროება, რომ დაკარგულიყო და განადგურებულიყო ფრესკის პირველადი სახე და ვეღარ მომხდარიყო მისი აღდგენა სრულად, თუმცა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ფრესკის აღდგენაზე მუშაობდნენ მოწვეული სპეციალისტები და საბოლოოდ მოხერხდა აღედგინათ მისი პირვანდელი სახე.

ასევე, საინტერესოა ის გარემოებაც, რომ თავად თამარ მეფის საძინებლები იმდენად ღრმად და დაფარულად იყო, რომ მტერმა, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ მოახერხა შიგნით შეეღწია.

წლების წინ ვარძიის კომპლექსში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ტურისტთა და ვიზიტორთა დაცვის მიზნით, მთელს ტერიტორიაზე გაკეთდა სპეციალური დამცავი საშუალებები და გამაფრთხილებელი ნიშნები.



ვარძია არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია ერთდროულად იმოგზაუროს წარსულში, იხილოს შეუცნობელი სილაზე და დაიჯეროს, რომ ერთის მხრივ ადამიანის შესაძლებლობას არ აქვს საზღვარი და მეორეს მხრივ, არსებობს სასწაულები, რადგან ასეთი რამის გამოკვეთა და გაკეთება ნამდვილად არ არის მარტივი.



ვარძია - ადგილი, რომელიც დღემდე იწვევს ხალხის აღფრთოვანებასა და გაოცებას.

ავტორი: ნატო ვარდიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა