თეგებით ძიება

კაცხის სვეტი - ადგილი სადაც მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ უდუდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი. სწორედ ამ კულტურისს შემადგენელი ნაწილია ქალაქი, რომელსაც „შავი ოქროს საბადოდ“ მოიხსენიებენ.

ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონ სოფელ კაცხში, მდებარეობს იმერეთის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსშესანიშნავი ადგილი "კაცხის სვეტი", რომლის სახელწოდებაც სოფლის სახელიდან გამომდინარე წარმოდგება.

სვეტის სიმაღლე 40 მეტრზე მეტია, სვეტის თავზე განთავსებულია ორი მცირე ზომის ეკლესია. მკვლევართა ცნობებით, ეს ეკლესიები მესვეტეობას უკავშირდება, რომელიც ძირითადად მე-6 საუკუნეში იყო გავრცელებული, მაგრამ არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ თუ როდის შეწყდა სამონასტრო ცხოვრება კაცხის სვეტზე.

კაცხის სვეტი, როგორც ბუნებრივი წარმონაქმნი, შეტანილია წითელ წიგნში. არსებობს ცნობები, რომ ქრისტიანობის გავრცელებამდე სვეტი წარმართული
კულტურის სიმბოლოს წარმოადგენდა, რაც მის სიძველეზე მიუთითებს.

კაცხის სვეტი - ადგილი სადაც მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი


სვეტის, როგორც არქიტექტურული ძეგლის შესწავლა 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელბით ჩატარდა. 2007 წელს კი კაცხის სვეტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

2006 წელს სვეტს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კაცხის სვეტის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, იმ ადგილას, სადაც კაცხის სვეტია, უფალს უბრძანებია, რომ ედემი გაეშენებინათ და ანგელოზებისთვის სხვადასხვა საქმე დაუვალებია. როდესაც ანგელოზებმა იქაურობა მორთეს, ერთ ადგილას ქვა ამოსულა, ამ ქვის ქვეშ კი უხსენებელს დაუდია ბინა. როდესაც უფალმა ის შეამჩნია, მდუღარე ტალახი გადმოასხა, რადგანაც მისი ბინა გაენადგურებინა. მდუღარე ლავა ჰაერშივე გაყინულა და სვეტად აღმართულა, რასაც იმის ნიშნად მიიჩნევენ, რომ დედამიწაზე ყოველგვარი ცუდი უნდა გამქრალიყო.

კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი.

სვეტზე აღმართულ მონასტერში ცხოვრობს ბერი მამა მაქსიმე, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას 1993 წლიდან შეუდგა და უკვე 27 წელზე მეტია რაც მას აგრძელებს.


ამ ხნის განმავლობაში მამა მაქსიმე დროს მარტოობაში ატარებს. მან მონასტრის ინფრასტრუქტურა აღადგინა, სადაც წირვა-ლოცვას ატარებს. ბერი სვეტს მხოლოდ კვირაში ორჯერ ტოვებს, რათა მასთან მისულ ხალხს შეხვდეს.

სვეტის დასატოვებლად არსებულ რკინის კიბეზე ჩამოსასვლელად მას 20-22 წუთი სჭირდება.



ავტორი: მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა