მორიგი მსხვერპლი - თბილისში ქალი მოკლეს
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის ქალს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. მას ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ფაქტი ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.