თეგებით ძიება

"აბაზანაში შევიდა, წაიქცა, ცუდად გახდა" - გარდაცვლილი 85 წლის ქალის შვილები მკვლელობის ვერსიას უარყოფენ

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გუშინ ნაპოვნი 85 წლის ქალის შვილების განცხადებით, მოხუცი აბაზანაში შევიდა, წაიქცა და ცუდად გახდა. ისინი უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქალს ხელები ჰქონდა შეკრული.

ქალის ცხედარს პროზექტურიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

გარდაცვლილი ქალის შვილები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, საგამოძიებო უწყებამ უკვე გაათავისუფლა.

"აბაზანაში შევიდა, წაიქცა, ცუდად გახდა. ჩემმა ძმამ დამიძახა ნახე რა ხდებაო, შევედი დედაჩემი ძირს იყო და მე ვერ ავწევდი იმ სიმძიმეს გამოვაყვანინე ჩემ ძმას.

ხელ-ფეხი არ ჰქონდა შეკრული. დედა გარდაცვლილი ჩვენ არ გვეგონა, სასწრაფო გამოვიძახეთ. დედაჩემს ჰქონდა სკლეროზი, მეხსიერების დაქვეითება, თავში ჩაქცევები ჰქონდა, შაქარი ჰქონდა მაღალი, სახსრები ტკიოდა",-ამბობს გარდაცვლილის შვილი.

ცნობისთვის, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი 27 მარტს ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, სავარაუდოდ დანით ჰქონდა მიყენებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა